ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
„თეგეტა მოტორსი" Groupauto International-ის ოფიციალური წევრი გახდა
10/04/2012

პრესრელიზი

10 აპრილი, 2012
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო ინფორმაცია:
დიანა ველენგუსრკაია
(+995 32) 224 44 44, 226 44 44
Fax: (+995 32) 224 44 44, 226 44 44 (ext. 1119)
d.velengurskaia@tegetamotors.ge
http://www.tegetamotors.ge/

„თეგეტა მოტორსი" Groupauto International-ის ოფიციალური წევრი გახდა

[PUBLICITY.GE] თბილისი, 10 აპრილი, 2012 - „თეგეტა მოტორსსა" და Groupauto Union International-ს (GAUI) შორის პარტნიორული  ხელშეკრულება გაფორმდა. „თეგეტა მოტორსი" ჯგუფ  Groupauto International-ის ოფიციალური წევრი გახდა.

Groupauto International  საერთაშორისო საავტომობილო ბაზარზე სათადარიგო ნაწილების განაწილებისა და მომსახურების ქსელს წარმოადგენს, რომელიც ჯგუფში შემავალი მრავალი ქვეყნის მომწოდებლებსა და წევრებს აერთიანებს. ამჟამად ჯგუფი 4000 პარტნიორ ავტოსერვისცენტრს მოიცავს, რომლებიც მსოფლიოს 23 ქვეყანაშია განთავსებული.

Groupauto International-ის წევრები არიან ისეთი ბრენდები, როგორებიაა: ZF Friedrichshafen AG, Federal-Mogul, DAYCO, Febi Bilstein, Shell, TRW, Philips, Bosch, KYB, Karcher, Denso, Mahle და სხვა.

Groupauto-ში გაწევრიანებით „თეგეტა მოტორსმა" ავტო-სათადარიგო ნაწილების მიმართულებით ოპტიმალური გარემოს შექმნისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა და სამომავლო გამოწვევებისათვის საიმედოდ აღიჭურვა. აღსანიშნავია, რომ საქონლისა და სერვისის ხარისხს ჯგუფში დიდი მნიშვნელობა ენიჭება, „თეგეტა მოტორსი" კი მუდამ ხარსხზეა ორიენტირებული.

Groupauto International-ში ყველა წევრის პარტნიორული თანამშრომლობით არსებული რესურსები და „ნოუ-ჰაუ"  ერთიან სისტემაში წარმატებულად ერთიანდება, რომელსაც ჯგუფის პარტნიორები (სათადარიგო ნაწილების ინდუსტრია, სავაჭრო და სერვისის ქსელები) წარმატებით იყენებენ. შესაბამისად, GAUI მის წევრ კომპანიებს არა მარტო უმყარებს ბაზარზე პოზიციებს, არამედ  ზრუნავს მათ სამომავლო განვითარებაზე.

აღსანიშნავია, რომ აპრილში, ხორვატიის ქალაქ სპლიტში იმართება Groupauto International-ის კონგრესი, სადაც „თეგეტა მოტორსი" და შესაბამისად, საქართველოც,  პირველად იქნება წარმოდგენილი როგორც ჯგუფის სრულუფლებიანი წევრი.

Groupauto International-ს  სერვისცენტრების მიმართულებით აქვს შემდეგი პროექტები: „EuroGarage" , "G-Truck" და "Top Truck".

ჯგუფში გაწევრიანებულ ორგანიზაციებს აერთიანებთ:

  • ერთიანი სიმბოლიკით გაფორმებული სერვიცენტრები (კორპორატიულ დიზაინთან თანხვედრაში)
  • მომხმარებელთა მომსახურების მაღალი დონე
  • მაღალხარისხიანი სათადარიგო ავტონაწილების ხელმისაწვდომობა და გამოყენება
  • პროგრამული უზრუნველყოფა, მონაცემთა ბაზა და ელექტრონული კატალოგები
  • პერსონალის ტექნიკური და კომერციული ტრენინგები
  • მარკეტინგული პროგრამები
წაკითხულია: 2446